რაჭა
სად აზიდულ საირმედან,
მამისონის კალთებამდე,
დედის ტურფა მანდილივით,
გადაშლილა ჩემი მხარე.
მწვერვალები ცას ხევენ თუ
აქ სამშობლოს ფერდებია,
აქ სამშობლოს სიყვარულში
არასოდეს ბერდებიან.
იქ სადაც შმაგი ჯეჯორა
რიონს ეხვევა ძმურადა,
გაშლილა როგორც საუნჯე
ქვეყნად და გაზაფხულადა.
/ავტორი უცნობია/
No comments:
Post a Comment