Wednesday, August 10, 2011


პროექტი
პროექტის სახელწოდება
დემოგრაფიული მონაცემების შეგროვება ონის მუნიციპალიტეტში.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოვიკვლიოთ ონის მუნიციპალიტეტში შობადობისა და დარდაცვალების რაოდენობა, ასევე სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო 10 წლის მანძილზე.

პროექტის აქტუალობა
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა მიგრაციამ და ამ კვლევით შევძლებთ გავარკვიოთ რომელ წელს იყო უფრო დიდი მიგრაციის მაჩვენებელი.

პროექტის მიზნები
შევისწავლოთ მიგრაციის ზრდის მიზეზები და ვცადოთ მოვიფიქროთ რაიმე გზა რითაც აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ მაინც იქნება მოგვარებული.

მონაწილეთა ასაკი
8–9 კლასის მოსწავლეები.
ვადები/ ხანგრძლივობა
10 დღე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
შეიქმნას დიაგრამები მოპოვებული მასალის შესაბამისად. მოეწყოს პრეზენტაცია რეალური სურათის დასანახად. 
(მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის შეგროვების,დამუშავება დახარისხების, ანალიზის, კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაბის, კვლევის  უნარ-ჩვევა).  
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები



კალამი, თაბახის ფურცები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.





პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად, თითოეულ ჟგუფს აქვს თავისი დავალება: 


1. ჯგუფი: მოიპოვებს მონაცემებს მოსწავლეების შესახებ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში; 
2. ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას შობადობისა და სიკვდიალიანობის შესახებ ონის სამოქალაქო რეესტრში;  
3. ჯგუფი: მოიძიებს მასალას ინტერნეტში. 
აკეთებენ მოპოვებული მასალის ანალიზს, ამზადებენ პრეზენტაციებს მასალაზე დაყრდნობით, გეგმავენ თავისი იდეების და მოპოვებული მასალის საზოგადოებისთვის გაცნობის ფორმას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათემატიკა, ისტ–ი
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ანა მეტრეველი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი:

 metreveliana.blogger.com


Tuesday, August 9, 2011

რაჭა




სად აზიდულ საირმედან, 
მამისონის კალთებამდე,
დედის ტურფა მანდილივით,
გადაშლილა ჩემი მხარე.
მწვერვალები ცას ხევენ თუ
აქ სამშობლოს ფერდებია,
აქ სამშობლოს სიყვარულში
არასოდეს ბერდებიან.
იქ სადაც შმაგი ჯეჯორა
რიონს ეხვევა ძმურადა,
გაშლილა როგორც საუნჯე
ქვეყნად და გაზაფხულადა.
                    /ავტორი უცნობია/